Tuesday, November 24, 2015

გარდასული დღეების 
ომი უკვე დამთავრდა
ფიქრებს ძველ ოცნებების 
მოუხმიათ ამალა

ცაზე ლურჯი კამარა
მზის სხივებით გამთბარა
ღამის შავი უფსკრული
განთიადმა დაფარა

ყველა ჩვენი ოცნება 
რეალური გამხდარა
დღეებს უწინდებურად 
დაუწყიათ ჟამთასვლა 

ბავშვის ციხფერ თვალებში 
სიხარული ჩამდგარა
ჩვენ ამ ჩვილი ასულის
დადა-მამა გავმხდარვართ

No comments:

Post a Comment